вторник, 1 июля 2008 г.

ოდითგან ასე იყო

ჩემი უშობელა, ფეხების ბაკუნით,
ძლივს გამოვგლიჯე დედის ძუძუებს.
ჯიქანი ჩამოვბანე ძროხას, ჩამოვწველე,
ცეცხლზე სასულგუნედ, რძე ავათუხთუხე.

ყველი ჩავჭერი და ციცხვით მოვურიე,
მერე მოვახვიე სულგუნი რძიანი.
ქათმებს მივუყარე საკენკად ქერი და
ნაკვერჩხალს მივუფიცხე კეცებით ხმიადი.

მერე ტალახიდან ღორი წამოვაგდე,
თურმე დამავიწყდა გობის გამოტანა,
სანამ საღორედან გობი გამოვაგდე,
ღორმა სალაფავი ვედროში ამოჭამა.

ყორეს გამობმული მოზვერი გადავაბი.
კაკლის ხეს მივაბი, ჩეროში ბოსელთან
დეკეულს მიუგნია სათხებო ქვამარილი.
ამაღამ წყლის სმით ან უწყლობით მოკვდება.

მზეც ამოიწვერა. დრო როგორ გაპარულა,
ალბათ შვილიშვილებს ჯერ ისევ ძინავთ,
რა გასაკვირია, ოდითგან ერთად იყო,
სოფელში შუადღე და ქალაქში დილა.

2 комментария:

Mimos комментирует...

პატარა ბარტყს გაუმარჯოს!

დათა комментирует...

მინდა ვიყოთ ერთად,სოფელში და... წვიმდეს...