вторник, 8 июля 2008 г.

რაჭა

რაჭა
(გათენებულა! აქ გათენებაც სხვანაირია,
ვარდისფერი და უფრო მსუბუქი.
აქ ნებივრობა საწოლში,არ ღირს,
როცა ბუნება მიხმობს გულუხვი.)
...
პატარა ოდის ხის ჭრიალა კარი გავაღე,
რა მიხარია ვერ მივმხვდარვარ,ასე ძალიან,
პიპილეთიდან ნიავს კაკლის სურნელი მოაქვს.
ჟაშქვას ფერება მოუნდა და იმის ბრალია.

წინ მყინვარწვერი გამეჭიმა,არა შენ არა,
რუსული ჯიშის ძროხასა გავს ჩემო ნიკორა.
შავ ტანზე,თეთრი თოვლის ლაქა,აქა იქ ადევს,
ნეტავ ხედავდე... ტყუპი ცრემლი ჩამომიგორდა.

ხელს გავიწვდენ და იქ ვარ მეთქი ასე მგონია,
რაჭავ,ტიალო მართლა არ გყავს ქვეყნად ბადალი,
ალბათ აქ შესვა იმ ყივჩაღმა ბოლოს ბადაგი
და რაჭის გულზე განისვენებს, მეფე თამარი.

ძუძუ მოუჩანს გამთენიის მადლიან ქალღმერთს,
თავს სასწაული დამატეხა, ასე მგონია.
ჩვილივითა ვარ უდარდელი,გავქვავდი კაცი,
ასეთი დილა დავბერდი და ჯერ არ მქონია.



(ai boborika kidev vtkvi beberivit:) )

4 комментария:

ანი გიორგის ასული ნოზაძე комментирует...

momenatret dzalian

Mimos комментирует...

პატარა ბარტყო, ეს რა კარგი ლექსი დაგვიწერე რაჭაზე - მე ეს არ ვიცოდი! ახალია ხო?

შენ შემოგევლოს შენი ბობორიკა!
როგორ გვყავხარ?

და შეიხედე ჩემ ჟურნალში, თუ მოიცალო - ახალი ბლოგერები შემოგვემატნენ!.. :)

nini комментирует...

momenatre ani-bani

Mimos комментирует...

რა კარგი ხარ, პატარა ბარტყო, დღეს რო მელაპარაკე მობილით! :)